ნინო ფოჩხუა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერების შესახებ: “ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს არაერთხელ დაამტკიცა. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ან კორუფცია”

26

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩინური კომპანიის არაკეთილსინდისიერების შესახებ ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება.

„ხელისუფლებისთვის კორუფციასთან ბრძოლა რომ პრიორიტეტია, ეს დაამტკიცა კიდეც. ჩემი და შენი, ამ შემთხვევაში, არ მუშაობს. ნურავის ექნება იმედი, რომ ვინმეს შერჩება არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი ან კორუფცია”, – წერს ფოჩხუა.