“ირეგულარი რაზმაძე და საეჭვო რეპუტაციის მქონე „ექიმი“ ახობაძე ამერიკის საელჩოში პრემიერ კობახიძის გამოსვლას გასუსულები უსმენდნენ”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი ოპოზიციონერი აქტივისტების, თორნიკე რაზმაძისა და გიორგი ახობაძის შესახებ, რომლებიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ.
“პრინციპში, ესეც პატარა გამარჯვებაა. კარგია, რომ მათ პატივი სცეს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს და ჩვეული დებოში არ მოაწყეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამათი მხრიდან იმავე პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო ორგანოები და ინსტიტუტები არასდროს იმსახურებენ. ეს, ერთი მხრივ, უსამშობლოების საყოველთაო დიაგნოზია – პატივი სცე ყველაფერს, გარდა ქართულისა”, – წერს კუჭაშვილი.


