“Wirtualna Polska”: “პოლონეთი უკრაინას MiG-29-ებს აღარ გადასცემს”

23

“Wirtualna Polska-ს” ინფორმაციით, პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ (MON) მიიღო გადაწყვეტილება პოლონური MiG-29-ების ბედზე, რომლებიც უკრაინისთვის უნდა გადაეცათ დრონების ტექნოლოგიის სანაცვლოდ. შეთანხმება ძალაში არ შევიდა, ამიტომ თვითმფრინავები ეტაპობრივად მოიხსნება შეიარაღებიდან.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს. ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ უკრაინა თავდაპირველად დათანხმდა გაცვლას, თუმცა, ახლა შეთანხმებას აღარ ასრულებს. მისი თქმით, ეს ისტორიულ საკითხებზე დავებს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო არ ასახელებს თვითმფრინავების ექსპლუატაციიდან მოხსნის თარიღებს.

უწყების განცხადებით, MiG-29-ების ეტაპობრივი ჩამოწერის გრაფიკი გასაიდუმლოებული დარჩება და საზოგადოებისთვის არ გამოქვეყნდება.