დონალდ ტუსკი: „პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას“

29

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონურ-უკრაინული ურთიერთობები ორმხრივ კეთილ ნებას საჭიროებს და არა ვარშავის ცალმხრივ ერთგულებას.

„მაქვს სიგნალები, რომ უკრაინულმა მხარემ გააცნობიერა, რომ ღირს წარსულზე გულწრფელი საუბრისთვის გზების ძიება და არ ღირს ამ დაძაბულობის გამწვავება“, – აღნიშნა ტუსკმა და დასძინა, რომ დაძაბულობის მიზეზი სწორედ უკრაინული მხარეა.

ამასთან, დონალდ ტუსკმა ნატო-ს სამიტზე მიმავალი პოლონური დელეგაციის წევრებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ განცხადებების დროს.

„არა იმიტომ, რომ უკრაინას ფინანსური მხარდაჭერა არ სჭირდება, არამედ მიმაჩნია, რომ პოლონეთს ძალიან დიდი ვალდებულებები აქვს ევროკავშირის მთელი აღმოსავლეთი საზღვრის მიმართ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.