“ძალიან კომიკურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში სამძიმარზე ჩადის და ეს მოვლენა ოპოზიციური მედიებისთვის საგანგებო მდგომარეობაა”, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.
“მათი კონტროლირებადი მედიური ბადე ივსება პოსტებით, მორალური ლექციებითა და მუდმივი უაზრო გოდებით. თუმცა, როდესაც ირანში იმავე მიზნით ნიკოლ ფაშინიანი ჩადის, უცებ ყველაფერი მშვიდდება. არც აღშფოთება, არც ხმამაღალი შეფასებები. თითქოს, არაფერი მომხდარა.
როგორც ჩანს, ზოგიერთ უსამშობლო ტელევიზიაში პრინციპების ჩამრთველიც აქვთ სახელწოდებით: „ჩვენიანია“ და „სხვაა“. თუ ჩვენიანია, ყველაფერი გასაგებია. მაგრამ, თუ სხვაა, მაშინ მათი უსინდისო მორალი და სტანდარტები სრულ დატვირთვაზე ირთვება“, – წერს მეტრეველი.


