„ევროკავშირი რეალურად აღარ არსებობს — ეს არის მხოლოდ ილუზიებზე აშენებული ურთიერთობების აჩრდილი, რომელსაც დღეს არანაირი საფუძველი აღარ გააჩნია, იმიტომ რომ ყველა ძველი საფუძველი ჩამოლპა, ჩამოიშალა და დარჩა მხოლოდ ის გეი აღლუმები, რასაც ახლა ვუყურებთ“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„ვაშინგტონის მერი გამოვიდა და განაცხადა — ვამაყობ, რომ ვაშინგტონი ყველაზე გეი ქალაქიაო. კირ სტარმერმა თქვა — მე იმით ვამაყობ, რომ ყველაზე გეი პარლამენტი გვყავსო. ნიუ-იორკის მერს მთელი კამპანია იმაზე ჰქონდა აწყობილი, რომ ისლამის მიმდევარია და რაკი ამერიკა ასეთი თავისუფალი ქვეყანაა, ის ნიუ-იორკის მერი გახდა. წარმოიდგინეთ, ეს მუსლიმანი კაცი ორი ფერადი დროშით ხელში მიუძღოდა წინ გეი აღლუმს. შვედეთში გეი აღლუმი საერთოდაც სამხედროებმა, ჯარმა ჩაატარა — წარმოიდგინეთ! მოლდოვაში რაც მოხდა — ცენტრალურ მოედანზე კაცების ქორწინების ტაშისკვრით გაფორმება — ეს ყველამ ვიცით. თუმცა ყველაზე სასწაული ნიდერლანდებში მოხდა, სადაც მე-4 და მე-5 კლასელების, ანუ 8-9 წლის ბავშვების გეი აღლუმი მოაწყვეს. გესმით, რა დეგრადაციის დონეა?! საერთოდ რა ხდება ამ ევროკავშირში, სადამდეა დაცემული?! მე ამას პორნოლიბერალურ სამყაროს ვეძახი.
ამ ფონზე, რაიმე მინიშნებაც კი იმაზე, რომ ჩვენ ამ კავშირისკენ მივილტვით და იქ შესვლაა ჩვენი მისწრაფება, სრულიად მიუღებელია. ამიტომ, რაც შეეხება კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ვფიქრობ, სასწრაფოდ ჩასატარებელია რეფერენდუმი, რადგან ეს ყველაფერი არის ჯოჯოხეთი და ყოვლად დაუშვებელი მოცემულობა.
ჩვენ მოვისმინეთ, რა განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უნგრეთთან დაკავშირებით — უნგრეთი დაუბრუნდა თავის ღირებულებებსო. ანუ, რადგან გეი აღლუმი ჩაატარა, ეს ყოფილა ღირებულებები!
ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება და იმის იმედი, რომ რამე გამოსწორდება, აბსურდია. ევროკავშირი რეალურად აღარ არსებობს — ეს არის მხოლოდ ილუზიებზე აშენებული ურთიერთობების აჩრდილი, რომელსაც დღეს არანაირი საფუძველი აღარ გააჩნია, იმიტომ რომ ყველა ძველი საფუძველი ჩამოლპა, ჩამოიშალა და დარჩა მხოლოდ ის გეი აღლუმები, რასაც ახლა ვუყურებთ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


