გოგა ხაინდრავა: „ისეთი საქმე, რასაც დღეს რუსეთის სასარგებლოდ ზელენსკი აკეთებს, ძნელი წარმოსადგენია, სხვა ვინმემ გააკეთოს.“

24

„ისეთი საქმე, რასაც დღეს რუსეთის სასარგებლოდ ზელენსკი აკეთებს, ძნელი წარმოსადგენია, სხვა ვინმემ გააკეთოს“, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდარავამ უკრაინის პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

„ეს ბოროტი არსება — ზელენსკი, რომელმაც უკრაინელი ერი გაანადგურა, რომელსაც არანაირი ფესვები უკრაინაში არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია. მთელი ცხოვრება რუსეთში იყო და იქ ჩამოყალიბდა იმად, რაც დღეს არის. მე თუ მკითხავთ, ის იქიდანაა შეგზავნილი უკრაინაში, რადგან ისეთი საქმე, რასაც დღეს რუსეთის სასარგებლოდ ზელენსკი აკეთებს, ძნელი წარმოსადგენია, სხვა ვინმემ გააკეთოს.

თქვენ წარმოიდგინეთ, სადამდე მიიყვანა საქმე: ის წითელი ხაზები, რომლებიც თვითონ რუსეთს ჰქონდა გამოცხადებული, ის ხაზებიც კი აღარ არსებობს. კიევი დაიბომბა — მალავენ და არ ამბობენ. დაიბომბა ორი სასტუმრო, სადაც, ჩემი ინფორმაციით, უცხოელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ამბობენ, რომ დაიბომბა, მაგრამ არ ამბობენ, ვინ არიან დაღუპულები. დღეს მსოფლიო მედია აბსოლუტურ, ტოტალურ ტყუილზეა აგებული“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.