„თუ ვინმე დღეს ანტიევროპულ პოლიტიკას ახორციელებს, ეს სწორედ ის ევროჩინოსნები არიან, რომლებიც ყოველდღიურად „ქარდებს“ გვიქვეყნებენ და აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ“ – დავით მათიკაშვილი

35

„თუ ვინმე დღეს ანტიევროპულ პოლიტიკას ახორციელებს, ეს სწორედ ის ევროჩინოსნები არიან, რომლებიც ყოველდღიურად „ქარდებს“ გვიქვეყნებენ და აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა ევრობიუროკრატიაზე საუბრისას განაცხადა.

„თუ ვინმე დღეს ანტიევროპულ პოლიტიკას ახორციელებს, ეს სწორედ ის ევროჩინოსნები არიან, რომლებიც ყოველდღიურად „ქარდებს“ გვიქვეყნებენ და აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ. მაგალითად, რასა იუკნევიჩიენე — მიშას დაქალი — რომელიც აცხადებს, რომ მოლდოვასა თუ უკრაინაში თურმე დემოკრატია ყვავის, არავინ ხურავს პარტიებს და არავინ იჭერს პოლიტიკოსებს, საქართველოში კი, თურმე, დემოკრატია ფსკერისკენ მიექანება. სირცხვილია, უბრალოდ!

ჩვენ გვაქვს ერთი ლოგიკა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებზეა აგებული. ჩვენთვის ევროპული არჩევანი და ევროპული ცივილიზაცია ის ქრისტიანული საფუძვლებია, რომლებზეც ევროპა უნდა იდგეს, მაგრამ, სამწუხაროდ, აღარ დგას.

ჩვენ ჩვენი უდიდესი როლი და წვლილი შევიტანეთ იმ ცივილიზაციისა და იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რომლებიც ევროპაში თავის დროზე შეიქმნა. ამიტომ, ჩვენ სხვა გენეალოგიური და ისტორიული არჩევანი ვერ გვექნება. თუმცა, პრაგმატული სახელმწიფოებრივი პოლიტიკა სულ სხვა რამეს გვკარნახობს: კეთილი ინებე, ქართველო, და ყველასთან იქონიე ისეთი ურთიერთობა, რომელიც პირველ რიგში შენი ქვეყნისთვის იქნება სასარგებლო და სწორი“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.