Sky News: “ბრიტანელი პარლამენტარები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ”

32

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები ითხოვენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და იუსტიციის მინისტრ იარივ ლევინს, ბრიტანეთის მთავრობამ სანქციები დაუწესოს.

ინფორმაციას გამოცემა  “Sky News-ი” ავრცელებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრისათვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც სხვადასხვა პარტიის 71 პარლამენტარი და ლორდი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ „პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის სისტემატური და კარგად დოკუმენტირებული წამება ისრაელის მთავრობის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს პასუხისმგებლობაა“.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ გასული წლის ივნისში ორი ისრაელელი მინისტრის, იტამარ ბენ-გვირისა და ბეზალელ სმოტრიჩის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები „მისასალმებელია“, მაგრამ „პალესტინელი დაკავებულების მიმართ ისრაელის მთავრობის მიდგომა არ შეცვლილა და მეტიც – მას შემდეგ სიტუაცია „გამწვავდა თითქმის სრული დაუსჯელობით“.