ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი: „ძალიან საშიში ვითარებაა. 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის“

23

„ევროპარლამენტარი ყველა აცნობიერებს, რომ კრიზისში მყოფ ევროკავშირს მხოლოდ ლაპარაკის თავი აქვს და არა ქმედების, ბორელმა კი დაადასტურა, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ. მან დიაგნოზი შესანიშნავად დასვა, მაგრამ გამოსავალი არცთუ ისე კარგი მოუძიებია. ვიმეორებ, რომ ძალიან საშიში ვითარებაა. 27 სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირშია, უფრო და უფრო მჭიდრო მარწუხებში ექცევა და უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მათ ეროვნულ ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა.

„გადაწყვიტეს პირველი სართულიდან მეშვიდე სართულამდე ჰაერის გაგრილების სისტემის გათიშვა. მეშვიდე სართულიდან ზევით კი შეინარჩუნეს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ სწორედ მერვე სართულიდან მოყოლებულია განთავსებული ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სხვა მაღალჩინოსნების კაბინეტები. ეს თავისთავად სკანდალია.

საინტერესოა, ევროკომისიის თქმით, მათ სიცხის მიზეზით რიგ თანამშრომლებს უთხრეს, რომ სახლიდან ემუშავათ და ამიტომაც გამორთეს ჰაერის გაგრილების სისტემა, მაგრამ რატომ არ იმუშავა სახლიდან ზედა სართულებზე განთავსებულმა უფროსობამაც? – ეს მეტად სიმბოლურია. ძალისხმევა მხოლოდ ქვედა სართულებზე მომუშავეთ ეკუთვნით, ხოლო ზედა სართულებზე მაღალჩინოსნებისთვის ჰაერის გაგრილების სისტემა მუშაობს“, – განაცხადა მარიანმა.