ცოტნე ანანიძე ფაშინიანის რუსეთში ვიზიტის შესახებ: „გუშინ ირანში თუ – ხვალ რუსეთში, ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი“

22

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.

„გუშინ ირანში თუ ხვალ – რუსეთში, ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი. ქართველი ხალხი კი ყველაფერს ხედავს და ხვდება“, – წერს ანანიძე.

ცნობისთვის: სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.