ცოტნე ანანიძე: “ჯო უილსონმა ეუთო-ში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ – გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია”

28

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ რეზოლუციის პროექტის – „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“ მხარდაჭერას ეხმაურება.

„ჯო უილსონმა ეუთო-ში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ – გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია!

ჯოს ინტერესები სამართლებრივ მსჯელობას ჩრდილავს“, – წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.