შალვა პაპუაშვილი: „ამას მიაღწიეს, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა ევროპულობასთან არის გაიგივებული. მაგრამ ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც აყოლილი იყო ამ ყალბ პოლიტიკურ კულტურას, დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ევროპული კულტურის ბაზისი“

24

„ვფიქრობ, სიძულვილის ენამ იკლო, განსაკუთრებით, სოციალურ მედიაში. რა თქმა უნდა, გვყავს გამოუსწორებელი რეციდივისტები, მლანძღველები, მაგინებლები, რომლებსაც არაფერი გამოასწორებს. მათი ნირი არის ასეთი, რომ უნდა იძალადონ – ვერბალურად თუ ფიზიკურად, უნდა ილანძღონ. ეს არის მათი დავალება, რომელსაც იღებენ, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სერბეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ამას მიაღწია, სამწუხაროდ, ზოგიერთმა ევროპელმა წარმომადგენელმა საქართველოში, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა ევროპულობასთან არის გაიგივებული. რეციდივისტებს, ალბათ, არაფერი ეშველებათ, მაგრამ ვფიქრობ, ის ადამიანები, ვინც აყოლილი იყო ამ ყალბ პოლიტიკურ კულტურას, რომელსაც ევროპულ კულტურად ასაღებენ, დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ევროპული კულტურის ბაზისი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.