შალვა პაპუაშვილი ლგბტ პროპაგანდაში ქართული ეკლესიის ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შესახებ: „უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ და, მათ შორის, ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას“

23

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სერბეთში, ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.

“ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტი თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
აქვე უნდა გაივლოს წითელი ხაზი, რომ აღარასდროს გაბედოს არავინ და, მათ შორის, ევროკავშირის არცერთმა ინსტიტუციამ, რომ თავს დაესხას საქართველოს ეკლესიას და თავს დაესხას მის დიდ მრევლს. გასაგებია, რომ იუკნევიჩიენეს ხელიდან საქართველოსთან დაკავშირებით კარგი არაფერი გამოვა, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, რომ მას მოასინჯინეს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმის ნიადაგი. ამიტომაც მნიშნველოვანია ახლა ძალიან მკაცრი და პირდაპირი რეაქცია ამაზე, რომ ამას არ ჰქონდეს რაიმე პრეცედენტის სახე და აღარავინ გაბედოს საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.