„ანაკლიის პროექტში საბოტაჟის მომწყობ მამუკა ხაზარაძის ლაქიას, გრიგოლ გეგელიას დაავალეს და იმეორებს – თურმე, ანაკლიის ნავსადგური ჩვენი სახელმწიფოსი კი არ უნდა იყოს, არამედ საზიარო. ტოპ მოღალატეობა!“ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
„კანტორა „ლელოს” ერთ-ერთი უსამშობლო სპიკერი გრიგოლ გეგელია: “ჩვენი წინადადებაა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“ და ანაკლიის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ოპერატორს”.
გამოდის, რომ ერთ-ერთი მანქურთული დანაყოფი, ე.წ. პარტია „ლელო” ეწინააღმდეგება, რომ საქართველოს სახელმწიფო იყოს ანაკლიის ნავსადგურის ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და ჰქონდეს მასზე მკაფიო სუვერენული კონტროლი. და მსგავსი მოდელი არსებობს ბევრ დიდ პორტში მსოფლიოში.
თუმცა, ხანდაზმული შარლატანი მამუკა ხაზარაძის ანგარებიანი გამხმოვანებელი პატრიოტიზმსა და სახელმწიფო ინტერესებზე ვერასდროს ისაუბრებს, თანაც გრიგოლ გეგელია ანტიქართველი ჯო უილსონის ბრმად მადიდებელია“, – წერს აბაშიძე.


