ნინო ფოჩხუა გრიგოლ გეგელიას განცხადების შესახებ: „მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი. აბა, სხვა რა უნდა უწოდო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება, ანაკლიის პორტი დარჩეს საქართველოს საკუთრებაში“

22

„გრიგოლ გეგელია – ეს ლუზერი პოლიტიკოსი, რომლის სახელიც არავის არაფერს ეუბნებოდა, სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ პარტია “ლელოში” მიიწვევდნენ და მთავარი სპიკერიც გახდებოდა. ამ ყველაფერს კი გადახდა უნდა და მოირგო ქვეყნის მოღალატის და მონათა მონის სტატუსი. აბა, სხვა რა უნდა უწოდო ადამიანს, რომელსაც არ უხარია ხელისუფლების გადაწყვეტილება, ანაკლიის პორტი დარჩეს საქართველოს საკუთრებაში, და მოუწოდებს ხელისუფლებას, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მონაწილეობით შეიქმნას “კავკასიური კონსორციუმი” და პორტის მართვა გადაეცეს მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ოპერატორს“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

„აი, ასე ხდებიან ლუზერი პოლიტიკოსები სხვა ქვეყნის აგენტები და მონები. აბა, სხვა რა არის ეს?! შენი ქვეყნის ხდება ეს უმნიშვნელოვანესი პორტი და, არა, უცხოელებს გადავცეთო. თუმცა, რა არის გასაკვირი, ანაკლიის პორტი ხომ ყელზე ადგას მის პარტიას“, – წერს ფოჩხუა.