ედიშერ გვენეტაძე: “ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგების შესახებ, გრიგოლ გეგელიას დაავალა საკუთარი გულის ნადების საქვეყნოდ გაცხადება. ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი”

33

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ანაკლიის პორტის შესახებ „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას „კავკასიური კონსორციუმი“, ანაკლიის მართვა კი საერთაშორისო ოპერატორს უნდა გადაეცეს.

„ანაკლიის თემაზე სასამართლოზე სრულიად გაფარჩაკებულმა, თანაც დიდი თანხით დაჯარიმებულმა ხანდაზმულმა თაღლითმა ხაზარაძემ როგორც კი გაიგო საქართველოს სახელმწიფოს მიერ გაცხადებული ანაკლიის პორტის აგების შესახებ, პოლიტიკურ ველზე შემოგზავნა გათაღლითების გზაზე საკუთარი პოლიტიკური მამის მიერ კარგა ხნის წინ შემდგარი, მაგრამ აქაც ბოლომდე ვერშემდგარი, ერთ დროს მემარცხენე, ახლა კი სიტუაციის შესაბამისად გამემარჯვენებულ- „გატოპტვინებული“, მისივე პარტიის წევრი, ტიპური „პოლიტშესტიორკა“ გრიგოლ გეგელია. მას დაავალა მამუკა „უმფროსმა“ საკუთარი გულის ნადების საქვეყნოდ გაცხადება. გრიგოლმაც მყისვე ქოში უკუღმა ჰყარა და განაცხადა: რას ჰქვიან, საქართველოს სახელმწიფომ უნდა ააშენოს ანაკლიის პორტი?! ანაკლია უნდა ააშენონ „კონსორციუმმა აზერბაიჯანმა, სომხეთმა და საქართველომ“, ერთობლივადო.

ამის გამგონე მოქალაქეს უნებურად გაგახსენდება ქართული სიბრძნე: „კაცს მამა დაავიწყდა და მამინაცვალს იფიცებდაო“.

დიახ, პოლიტიკური მამინაცვლების სიყვარულით შთაგონებული ხაზარაძე-გეგელიას ტანდემი მზადაა, ყოველგვარი ეროვნულის იგნორირების ხარჯზე უზრუნველყოს კომკავშირული ინტერნაციონალიზმი“, – წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.