“სხვადასხვა ხარისხის წევრობასთან დაკავშირებით ყველას აქვს ერთნაირი პოზიცია – შეუძლებელია, იყო ორგანიზაციის წევრი და იყო მეორეხარისხოვანი”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში გაწევრების პირობებზე საუბრისას.
“თუკი ევროკავშირი ფიქრობს, რომ შეცვალოს ხმის მიცემის პროცედურები, ეს უნდა ეხებოდეს ყველას თანაბრად და არა ისე, რომ ახალ წევრებს ჰქონდეთ უფრო ნაკლები უფლებები, ვიდრე ე.წ. ძველ წევრებს. ევროკავშირმა თავად არ უნდა ჩაიყენოს თავი კომიკურ მდგომარეობაში, როდესაც, ორუელისეული ფრაზის არ იყოს, რომ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი – უფრო თანასწორი, არ აქციონ რეალობად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


