„სანამ ეს პარტია იარსებებს, ოპოზიციურ სპექტრში ჯანსაღი ძალები ვერ გაიხარებენ, რადგან ეს არის ზუსტად ის ნეგატიური ძალა, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდამ არეულობა შემოაქვს. სწორედ ამიტომ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას — როდესაც სამართლებრივად აიკრძალება ეს ძალა, პოლიტიკური სივრცე კონსტრუქციული ძალებით შეივსება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
„ხალხის ძალის“ განცხადებებსა თუ კომენტარებში ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობის“ დასასრული აუცილებლად დადგებოდა. შეუძლებელია, ოპოზიციას ლობირებდეს ისეთი დესტრუქციული ძალა, როგორიც „ნაცმოძრაობაა“. სანამ ეს პარტია იარსებებს, ოპოზიციურ სპექტრში ჯანსაღი ძალები ვერ გაიხარებენ, რადგან ეს არის ზუსტად ის ნეგატიური ძალა, რომელსაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდამ არეულობა შემოაქვს.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ევრობიუროკრატიიდან მხარდამჭერები ჰყავთ და არც ფულს აკლებენ და არც განცხადებებს, ჩვენ მაინც დიდი მოლოდინი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების. როდესაც სამართლებრივად აიკრძალება ეს ძალა, ეს იქნება დასაწყისი იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ეს ნიშა აუცილებლად კონსტრუქციული ძალებით შეივსება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


