პეტერ მადიარი: „ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მაგრამ როგორც ადრე ბევრჯერ მითქვამს, უნგრეთი არ გააგზავნის შეიარაღებას ან ჯარისკაცებს უკრაინაში“

26

„უკრაინა არის მსხვერპლი, ხოლო რუსეთი სასტიკი აგრესორია. უკრაინას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მაგრამ როგორც ადრე ბევრჯერ მითქვამს, უნგრეთი არ გააგზავნის შეიარაღებას ან ჯარისკაცებს უკრაინაში“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ანკარაში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართული პრესკონფერენციის დროს.

მადიარის თქმით, გუშინ მან მოკლე საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რის შედეგადაც შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორმხრივ შეხვედრას გამართავენ.