ჟურნალისტი დათა გვასალია “ლელოს” წევრის – გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“მაშინ, როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ყველა ფუნდამენტური უფლება შეინარჩუნოს, იმ ხალხის პარტია, ვინც ჩააგდო ეს პროექტი, არბიტრაჟი წააგო (აქეთ სთხოვდა ქვეყანას, ანუ ბიუჯეტს, ანუ ხალხს თავიანთი გაფუჭებულის ანაზღაურებას), გამოდის ეს ხალხი და გვთავაზობს, რომ ანაკლიის პორტი იმართებოდეს ისე, როგორც მათი პარტია, ანუ “უცხო ძალების კონსორციუმის” ქვეშ. ის, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და რისი მართვაც შეუძლია სახელმწიფოს, მართავს სახელმწიფო და ამ გარიგებით ძირითადი მოთამაშეები კმაყოფილები არიან. რაც შეეხება ლელოს, საკუთარი პარტია ვისაც უნდათ, იმათ ამართინონ, მაგრამ ქვეყანას შეეშვან, არაა მათი ძლიერი მხარე. ტოპტვინებს ჯერ არჩევნების ე.წ. გაყალბების სქემის გამოაშკარავება სჭირდებათ, გავიდა ორი წელი და დროა“, – წერს დათა გვასალია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: გრიგოლ გეგელიამ გაახმოვანა “ლელოს” წინადადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით უნდა შეიქმნას “კავკასიური კონსორციუმი” და ანაკლიის მართვა საერთაშორისო ოპერატორს გადაეცეს.


