პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს.
„დღეს „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით და ემყარება იმ მცდარ აღქმებს, რომლებიც საქართველოს შესახებ ბოლო 4 წელიწადზე მეტია, ვრცელდება. ეს თავისთავად მოწმობს, რომ კვლავ აქტიურად გრძელდება საქართველოზე ზეწოლა, რათა ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა მოხდეს და ძალისმიერი მეთოდებით შეიცვალოს ხელისუფლება. ეს ყველაფერი სჭირდებათ იმისათვის, რომ ქვეყანა ჩართონ იმ ომში, რომლის არსებობაც გარკვეული გლობალური ძალის ინტერესებში შედის და არა ქართველი ხალხის ინტერესებში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


