მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს რკინიგზის მიერ ივნისში დაფიქსირებული ბოლო ათწლეულის რეკორდული შედეგი შუა დერეფანში მზარდი ტვირთნაკადების, სწორი მენეჯმენტისა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანი მართვის შედეგია“

33

„საქართველოს რკინიგზის მიერ ივნისში დაფიქსირებული ბოლო ათწლეულის რეკორდული შედეგი შუა დერეფანში მზარდი ტვირთნაკადების, სწორი მენეჯმენტისა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანი მართვის შედეგია“, – წერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.

„ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს რკინიგზის მზარდ ეფექტიანობასა და ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის თავლსაჩინო პროგრესს“, – წერს ქვრივიშვილი.

ცნობისთვის: საქართველოს რკინიგზამ 1 361 484 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია.