გიორგი ქაჯაია სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: „კანონი მუშაობს და, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მეც ვამჩნევ, რომ ადამიანებმა სიტყვებისა და პოსტების გაკონტროლება დაიწყეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მანამდე უამრავი ცილისმწამებლური პოსტი იწერებოდა“

34

„კანონი მუშაობს და, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მეც ვამჩნევ, რომ ადამიანებმა სიტყვებისა და პოსტების გაკონტროლება დაიწყეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მანამდე უამრავი ცილისმწამებლური პოსტი იწერებოდა“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე საუბრისას განაცხადა.

„კანონი მუშაობს და, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მეც ვამჩნევ, რომ ადამიანებმა სიტყვებისა და პოსტების გაკონტროლება დაიწყეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მანამდე უამრავი ცილისმწამებლური, გაუაზრებელი, შინაარსს მოკლებული და რეალობასთან აბსოლუტურად აცდენილი პოსტი იწერებოდა.

ამ სამსახურის შექმნამ მსგავსი შემთხვევები აშკარად შეამცირა და ამის ფაქტებს ყოველდღიურად ვხედავთ. პირად საუბრებშიც კი, ის ადამიანები, რომლებიც მანამდე ხისტი და არგუმენტმოკლებული გამონათქვამებით გამოირჩეოდნენ, დღეს უკვე დაფიქრდნენ, რომ მეორე ადამიანის მისამართით — იქნება ეს პოლიტიკოსი, საჯარო პირი თუ რიგითი მოქალაქე — ტალახის სროლა უშედეგოდ არ ჩაივლის. მათ დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რას წერენ, როგორ წერენ და რას ამბობენ.

ვფიქრობ, ეს სამსახური გაცილებით ადრე უნდა შექმნილიყო და თუ მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება და ეფექტური გახდება, ამას მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.