„სერბეთის რესპუბლიკაში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენცია წარმატებით დასრულდა“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
„კონფერენციის ფარგლებში:
სიტყვით გამოვედი პარლამენტების თავმჯდომარეთა სესიაზე, რომელიც ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში ევროპული ინტეგრაციის საკითხებს მიეძღვნა;
გავმართე ორმხრივი შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ანა ბრნაბიჩთან;
მონაწილეობა მივიღე პარლამენტების თავმჯდომარეთა სამუშაო სესიაში, რომელიც მიზნად ისახავდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს შორის თანამშრომლობის მუდმივმოქმედი მექანიზმის შექმნას;
კოლეგებთან ერთად მივიღეთ ბელგრადის დეკლარაცია და შევთანხმდით, რომ შემდეგი კონფერენცია 2027 წელს, მოლდოვაში გაიმართება.
მადლობას ვუხდი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასა და უკრაინის უმაღლეს რადას კონფერენციის ერთობლივად ორგანიზებისთვის“, – წერს პაპუაშვილი.


