„ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ეუთო-ს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები. ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ აქტიდან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციასთან დაკავშირებით.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს მიიღო ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია.


