2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 925.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.8 პროცენტით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
„აქედან, ექსპორტი 3 876.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 20.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 048.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.7 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-ივნისში 5 172.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.0 პროცენტია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


