„ძალიან არ უნდათ მავანთ ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება, არათუ მისი დამსახურების აღნიშვნა ქვეყნისთვის იმ მნიშვნელოვან პროცესებში, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლიდან, მაგრამ ეს ფაქტია და ფაქტებს ვერავინ გაექცევა“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა.
„იქნებ, ტყუილია ის, რომ სააკაშვილის მმართველობა ანტიევროპული სტილის, ავტორიტარული იყო? საქართველოში არავინ უჩივის გულმავიწყობას და რაც არ უნდა გადაჯგუფ-გადმოჯგუფდნენ, წარსული ყველას ერთი აქვს, ეს წარსული კი “ნაციონალური მოძრაობა” და მიშა სააკაშვილია.
მე ვთვლი, რომ მადლობა კიდევ ცოტაა, რაც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ქართველი ხალხისგან“, – აღნიშნავს ნინო ფოჩხუა.


