ლევან ნიკოლეიშვილი: „ბიძინა ივანიშვილმა შეძლო დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან არჩევნების გზით ჩამოშორება. ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ადგილობრივ და უცხოელ მავნებელ-რადიკალებს აცოფებს“

80

„ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მართლაც განუზომელია საქართველოში. მისი ქველმოქმედების შედეგად გადარჩა, აშენდა და რესტავრაცია გაუკეთდა უამრავ ისტორიულ, რელიგიურ და კულტურის ძეგლს“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„მისი დახმარების შედეგად უამრავი ადამიანი სიკვდილს თუ შიმშილს გადაურჩა (თუმცა, მათ შორის უმადურებიც არიან!). თუმცა ის, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხთან ერთად შეძლო 2012 წელს, სასწაულს უტოლდება – დიახ, მან შეძლო დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან არჩევნების გზით ჩამოშორება. ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ადგილობრივ და უცხოელ მავნებელ-რადიკალებს აცოფებს“, – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.