„ქალბატონი ხატია თუ იქნებოდა, უფრო მოისმენდა ჩემს ნათქვამს. მე არ ვიცი, რუსულ პრესასა და მედიაში რას წერენ; თვითონ ადევნებს, ალბათ, უფრო თვალყურს და კარგად იცის, მაგრამ მე კარგად გავიგე ის ნათქვამი, რაც მას არ სურდა, რომ გაეგო“, – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატ ხატია დეკანოიძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ძალიან კარგად შეაფასებენ დავით მათიკაშვილის გამოსვლას.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგნებულად არ უნდათ, გაიგონ ის სიტყვები, რომელიც 15 ნაბიჯის დაშორებიდან ითქვა.
აქ იყო საუბარი ღალატზე, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ევროპარლამენტში იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით ჩაიდინა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქართულმა მხარემ მძინარე ცხინვალი დაბომბა და დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


