„მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: არასდროს, არც ერთი თეთრი კორუფციული გარიგებით არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას“

83

„ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით: არასდროს, არც ერთი კორუფციული გარიგებით არცერთი თეთრი არ მიშოვია და ასე ვაპირებ მომავალშიც საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად, არავითარი ინტერესი არ მაქვს, ვინმეს კორუფციას დავაფარო ხელი, მივუდგე ლოიალურად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას.

კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია კორუფციის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ე. წ. “ქართულ-ჯიგრულ პონტში” კორუფცია.

„ეს იქნება ჩემი მიდგომა კორუფციის მიმართ და ასეთია ჩვენი საპატიო თავმჯდომარის მიდგომა; მით უმეტეს, არანაირი ინტერესი არა აქვს, 3 მილიარდი დოლარი აქვს მას დახარჯული მარტო ქველმოქმედებაზე. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ კორუფციასთან ბრძოლა იქნება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და არავითარი ლოიალობა არ იქნება გამოვლენილი ამ თვალსაზრისით.“ – აღნიშნა კობახიძემ.