ირაკლი კობახიძე: “თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროში”

18

“ჩვენს პარტნიორობას საფუძვლად უდევს ურთიერთპატივისცემა და ერთმანეთის მხარდაჭერა. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება თურქმენეთის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

„კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს, გავაღრმაოთ ურთიერთობები, პარტნიორობა, მეგობრობა თურქმენეთთან. ამ ურთიერთობას ჩვენ ვანიჭებთ განსაკუთრებულ მნიშვნელობას; განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტს, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ასევე თანამშრომლობას განათლების, კულტურის და ყველა სხვა სფეროში.

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრეზიდენტის ეს ვიზიტი განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს და ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ვიზიტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები და მიღწეული შეთანხმებები უფრო მეტად გააძლიერებს საქართველო-თურქმენეთის მეგობრულ ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა პრემიერმა.