სერდარ ბერდიმუჰამედოვი: “საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია. თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე”

18

“ჩვენ უკვე დავასრულეთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. გვქონდა მეგობრული და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ და დადასტურდა, რომ მომავალში გაგრძელდება თანამშრომლობა თურქმენეთსა და საქართველოს შორის და ამის მიმართ აღებული არის ვალდებულება.

შევთანხმდით, რომ გავაფართოოთ პოლიტიკური ურთიერთობები, გავაფართოოთ ასევე ჩვენი თანამშრომლობა, დიპლომატიური ძალისხმევა, რათა ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდეს”, – განაცხადა თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

„საქართველო არის თურქმენეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორი. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა მნიშვნელოვანია და თურქმენეთი აფასებს კონსტრუქციულ პოზიციას საქართველოს მხრიდან საერთაშორისო დონეზე და აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს დადებითი განვითარების კუთხით.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მადლიერებას გამოვხატავ ბატონი პრემიერ-მინისტრის მიმართ. ჩვენ გვიხარია, რომ ფართოვდება მექანიზმები თანამშრომლობისა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით, გაეროსთან.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩვენი ურთიერთობების თვისებრივად ახალ დონეზე აყვანას. ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთ-საქართველოს ბიზნესფორუმის დროს ჩვენ გავიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მაგალითად, წარმოებული პროდუქციის მიმოცვლა და აღვნიშნეთ, რომ ჩვენს ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა, სავაჭრო მოცულობა გაიზარდოს. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ახალი სფერო. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ბიზნესურთიერთობებს, ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას და გვსურს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური კავშირები“, – განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.