მამუკა მდინარაძე: “ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა, განსაკუთრებით, შუა აზიის ქვეყნებთან, ემსახურება საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებასა და რეგიონში პოზიციების გამყარებას”

18

“ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის, თურქმენეთთან, რომელთანაც 24-მდე სხვადასხვა მნიშვნელოვან დოკუმენტს, მემორანდუმს მოეწერა ხელი”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„ვფიქრობთ, ჩვენი ბოლოდროინდელი ურთიერთობა შუა აზიის ქვეყნებთან სწორედ ამას ემსახურება და ყოველმხრივ ეხმარება (და შემთხვევით არ ვამბობ ამას) საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებასა და რეგიონში პოზიციების გამყარებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.