“შუა დერეფანი, დაკავშირებადობა, სატრანზიტო დერეფანი – ეს არის ის სიტყვები და ტერმინები, რომლებიც ძალიან მოკლედ ასახავს რეალობას, რომელიც, საქართველოს გავლით, სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანზიტო უზრუნველყოფის სფეროებში, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„მართალია, მაგალითად, წინა დღეებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეგონა, რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა წაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის და მის გარეშე ამ სფეროში საუბარიც კი წარმოუდგენელია.
საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში. ნებისმიერ საკითხში ის არის სატრანზიტო ქვეყანა და ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


