მამუკა მდინარაძე: “აშშ-ის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლები უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში. ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ?”

31

“ქვეყნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მინიშნებაც კი არ უნდა გააკეთოს ისეთი, რომელიც აშკარად გამოხატავს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. ამერიკის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციაც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა საქართველოში”, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.

„კელი დეგნანმა კანონის მიღებას დემოკრატიის შავი დღე უწოდა. დედას ხომ არ შეიგინებოდა? ხალხი პირდაპირი გაგებით ლამის ცემაზე გადმოვიდა. ოთახებში იყო მუშტებისა და ხელების ბრახუნი მაგიდებზე, ომის მოთხოვნით.

დავყოლოდით რაღაც ნებას, ჩავსულიყავით, გვეომა და მერე ვიძახებდით, რომ ტრილიონებს მოგვცემენ? მოგვცემდნენ რამდენიმე მილიარდს სესხად და გაუბედურებული ეკონომიკა, დახოცილი ადამიანები – ეს გვექნებოდა.

ნიკა გვარამიასავით მერე ვილაპარაკებდით, – ტრილიონებს მოგვცემენო. რა კარგია, რომ ხალხი დაგვეხოცა, მაგრამ ტრილიონებს მოგვცემდნენ. რამდენიმე მილიარდს, იმასაც სესხად და სისხლად მოგვცემდნენ.

“დემოკრატიის შავი დღე” – ვინ ეკითხებოდა კელი დეგნანს ან რომელიმე ელჩს? ვინ ეკითხება რაღაც კანონის შეფასებას დემოკრატიის შავ დღედ? დიახ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, წარმომადგენლები უხეშად და ვერბალურ ტერორიზმთან გათანაბრებული ფორმით ერეოდნენ საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს შიდა საქმეებში. წინა ადმინისტრაციის დავალებით მოქმედებდა და ეს იყო პოლიტიკური ტერორი საქართველოზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.