მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია – არცერთი. ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ქვეყნის მმართველობის თუნდაც თეორიული პრეტენდენტი. უცხო ქვეყნის ძალებმა, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს”

35

„ლოგიკური, მარტივი ჯაჭვი არსებობს – „ნაცმოძრაობა“ არის თუ არა დანაშაულებრივი ორგანიზაცია და არა პარტია? თუ კი, მაშინ დანაშაულებრივი ორგანიზაცია არ შეიძლება იყოს ქვეყნის მმართველობის თუნდაც თეორიული პრეტენდენტი. არც მისი დანაყოფები არ შეიძლება იყვნენ და, შესაბამისად ამისა, პარტიების აკრძალვა არის ამ ლოგიკის გაგრძელება.

ოპოზიცია არ არსებობს. დღეს ეს ნიშა მითვისებული აქვს აგენტურას, გარდა იმ რამდენიმე პატარა პარტიისა, რომლებიც ნელ-ნელა ვითარდებიან, მაგრამ ჩვენგან გასული ადამიანების ოპოზიციონერობის დაჯერება უჭირთ”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„გავიგე, ეს მარტივია და მათი ოპონირებაც არ არის ისე მწვავე. საგნობრივი ოპონირება დღეს ქვეყანაში არავის აინტერესებს მათი შექმნილი დღის წესრიგიდან გამომდინარე. დანარჩენი, „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი არ არის ოპოზიცია, არ არის პარტია – არცერთი.

ეს არის დანაშაულებრივი აგენტურული ორგანიზაციები, რომლებიც უნდა აიკრძალოს. ამის საწინააღმდეგო, ნორმალურად მოფიქრალ ადამიანს არაფერი უნდა ჰქონდეს. უცხო ქვეყნის ძალებმა, აგენტურამ ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაანაცვლოს. ეს არის მოცემულობა, რაც არის ლოგიკური ჯაჭვის ბოლო, რომელშიც პირველი ის არის, რომ „ნაცმოძრაობა“ დანაშაულებრივი ორგანიზაციაა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.