პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში ოპოზიციონერი აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის ფაქტს მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა.
„ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ ყოფილიყო, სათანადოდ გასცემდა პასუხს ამ სისაძაგლეს და ამ ხალხს, ვინც, რატომღაც, უჯერებს უცხოურ ძალებს და სურს, რომ საქართველოში დაამკვიდროს არატრადიციული მიმართულებები, ბულინგი და ბილწსიტყვაობა.
გამოჩნდა, რომ ეს ევროპული ღირებულება არ არის. ეს ხალხი რაც უფრო მეტად გამოაჩენს თავს, მით უფრო მეტად დარწმუნდებიან საქართველოში, თუ ვისთან გვქონია საქმე და ვის ვებრძოდით როგორც ამ ქვეყანაში, ისე მათ პატრონებთან უცხოეთში”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.


