მისივე თქმით, საქართველოში აეროპორტების განვითარება და მეტი ტურისტის მიღების შესაძლებლობები, მიმართულია ქვეყნის კიდევე უფრო განვითარებაზე.
„ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ფართოვდება ქუთაისის აეროპორტი, თბილისის აეროპორტი, გაცხადდა ის, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობაც უნდა დაიწყოს, რომელსაც გაცილებით მეტი ტურისტის მიღების საშუალება ექნება.
ეს ყველა ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, სხვადასხვა ქვეყნის ინტერესები საქართველოზე ნებით თუ უნებლიედ გადაიკვეთება.
ყველას მიზანი იქნება, რომ საქართველოში იყოს სტაბილური მდგომარეობა იმისთვის, რომ მათი ქვეყნების განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განხორციელდეს“, – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ.


