ვახო სანაიას, სიძულვილის ენის გამოყენებისთვის, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

22

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს განიხილა ვახო სანაიას საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ვლადიმერ ბოჟაძესა და შალვა პაპუაშვილს. ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლომ ასევე იმსჯელა და 2 000 ლარით დააჯარიმა ბადრი შუბლაძე. შუბლაძემ შეურაცხყოფა მიაყენა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს.