ლიზა გეგეჭკორი: “ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო; გაიმეორა იგივე, დემონსტრაციულად, და მიუსაჯეს ორკვირიანი პატიმრობა. თუ ისევ იმავეს გააგრძელებს, უფრო დიდი ვადით მიუსჯიან. გეუბნებით, უკვე დიდი ხანია, რომ მოგიწევთ, ამ ქვეყანასა და მის კანონებს პატივი სცეთ”

25

“ვახო სანაიას ჯერ მიუსაჯეს ჯარიმა კანონის დარღვევის გამო; გაიმეორა იგივე, დემონსტრაციულად, და მიუსაჯეს ორკვირიანი პატიმრობა”, – წერს ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

“რომ გამოვა, თუ ისევ იმავეს გააგრძელებს, უფრო დიდი ვადით მიუსჯიან და, თუ ძალიან „წარმატებული“ იქნება, შეიძლება დღეებიდან თვეებზეც გადავიდეს, შემდგომში კი – წლებზე. გეუბნებით, უკვე დიდი ხანია, რომ მოგიწევთ, ამ ქვეყანასა და მის კანონებს პატივი სცეთ. საკმაოდ მყარი საფუძველი გაქვთ, რომ ეს დაიჯეროთ და, განსაკუთრებით, ურწმუნოებს გისურვებთ წარმატებებს ზაფხულის „პაეზდკებში“ საკნისკენ”, – წერს ლიზა გეგეჭკორი.