ლადო სადღობელაშვილი: “5 წლის წინ, ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს. მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში. პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ. ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია. 14 დღე ცოტაა!”

30

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია. მას ისევე მკაცრად უნდა მოეთხოვებოდეს პასუხი, როგორც თანამდებობის პირს.

5 წლის წინ, წყნეთის ქუჩაზე ვახო სანაიას გინების გამო 3 ახალგაზრდა დააკავეს! მათ რამდენიმე თვე გაატარეს ციხეში და, საბოლოოდ, საპროცესოთი გამოვიდნენ! მათ პროკურატურა ედავებოდა ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებულ დევნას, დისკრიმინაციის ნიშნებსა და შეუწყნარებლობის მოტივით მუქარას!

14 დღე ცოტაა!!! პრაქტიკულად, ანალოგიური ქმედება ჩაიდინა სანაიამ სახელმწიფო მოხელეების მიმართ!

პროფესიული საქმიანობის გამო ვახო სანაია დისკრიმინაციული ნიშნებით (პოლიტიკურით) და შეუწყნარებლობის მოტივით ილანძღებოდა უკანასკნელი სიტყვებით! რატომ 14 დღე (მით უფრო, რომ მე-3 გაფრთხილებაა. წინა ორზე ჯარიმით შემოიფარგლა მოსამართლე) და არა 3 წელი, რასაც პოლიტიკური დევნის მუხლი ითვალისწინებს.
– ჟურნალისტობა არ არის ინდულგენცია! პირიქით, როგორც თანამდებობის პირს, ანალოგიურად, ჟურნალისტსაც უნდა მოეთხოვებოდეს მკაცრი პასუხი ქმედებებსა და სიტყვებზე!“ – წერს სადღობელაშვილი.