ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირის დაკავებას ეხმაურება.
„მიაქციეთ ყურადღება, რომ ეს ადამიანი თავად გამოცხადდა პოლიციაში, აღიარა ჩადენილი, თანამშრომლობს გამოძიებასთან. მან, როგორც ნამდვილმა, პატრიოტმა ქართველმა, ვერ მოითმინა ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ყოველივე ქართულის ასე ღიად შებღალვა, რასაც ასე შეაჩვიეს ბოლო დროს ენა ბენდუქიძე&Co ინკუბატორებში გამოზრდილმა სუროგატმა “ქართველებმა”, – წერს ანჯაფარიძე.


