ედიშერ გვენეტაძე: “სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ დააკავეს ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისთვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად ყბაში მოსდეს”
“სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისთვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად, ქართულად, ტრადიციულად, ვაჟკაცურად ყბაში მოსდეს, დააკავეს”, – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
“მე დღეს ერთხელ უკვე დავწერე იმ სამარცხვინო საქციელზე, რაც დუმბაძის შვილიშვილმა ჩაიდინა საკუთარი ბაბუის ხსოვნის და, საერთოდ, ქართულობის მიმართ.
მეორე სამარცხვინო ფაქტი იქნება სამართალდამცავებისა და ჩვენი საზოგადოების მხრიდან, თუ ის ქართველი კაცები, რომელთაც ქართული კულტურის, ისტორიის, წინაპრების, მწერლობის, ტრადიციების შეურაცხყოფისთვის ვიღაც მიზანმიმართულად დაპროგრამებულ-დაფინანსებულებს მამაპაპურად, ქართულად, ტრადიციულად, ვაჟკაცურად ყბაში მოსდე,ს დააკავეს.
ამ ავაზაკთა შორის დახვეწილ და ფულზე ყველაფრის მკადრებელ სუბიექტებს თუ გაუვიდათ, რიგში დაყენებენ: რუსთაველს, გურამიშვილს. ვაჟას, ილიას, აკაკის, გალაკტიონს, კონსტანტინეს…
არამც და არამც”, – წერს გვენეტაძე.


