ნინო ფოჩხუა: “რისიც გვეშინოდა, ის მოხდა – გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან წამოარტყეს. ეს მოსალოდნელიც იყო. მარიზის და ნანუკას ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო ეგენი არიან და ხომ დაინახეს, რომ ეგრე არ არის… არსებობენ პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებიც არ პატიობენ მსგავს გამოხდომებს”

16

“რისიც გვეშინოდა, ის მოხდა – გუშინ ონისე ოქრიაშვილს სახლთან წამოარტყეს. ეს მოსალოდნელიც იყო. მარიზის და ნანუკას ჰგონიათ, რომ მთელი საქართველო ეგენი არიან და ხომ დაინახეს, რომ ეგრე არ არის… არსებობენ პატრიოტი ახალგაზრდებიც, რომლებიც არ პატიობენ მსგავს გამოხდომებს”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

“ახლა არ დაიწყონ მძიმე დაზიანებებზე ლაპარაკი, მშვენივრად გამოიყურება ონისე და, აქედან გამომდინარე, ეს ახალგაზრდა არ უნდა დაისაჯოს, ხოლო ონისეს მსგავსმა ახალგაზრდებმა ჭკუას მოუხმონ და წითელი ხაზი არ გადაკვეთონ”, – წერს ფოჩხუა.