“დღეს, სულ უფრო მკაფიოდ ვხედავთ, როგორ ცდილობენ ოპოზიციაში ჩაბუდებული ლიბერალი ფაშისტები საზოგადოების დაყოფას, ერთმანეთზე გადაკიდებას და ქართველი საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების დაკნინებას”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ონისე ოქრიაშვილთან მომხდარ დაპირისპირებას.
“უამრავი ადამიანი გრძნობს, რომ მისი რწმენა და კულტურა დაუმსახურებელი დაცინვისა შეურაცხყოფის ობიექტად იქცა. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, რომ საზოგადოებაში ჩნდება ძლიერი ემოციები და პროტესტი.
ვინც ონისე ოქრიაშვილთან მომხდარი დაპირისპირების გამო დაკავებული ადამიანის მკაცრ დასჯას ითხოვს, უნდა ახსოვდეს, რომ სამართლიანობა ნიშნავს თანასწორ მიდგომას ყველას მიმართ. მოვითხოვ, რომ გადაწყვეტილება ემოციებით ან პოლიტიკური ზეწოლით არ იქნას მიღებული.
ვინც ნოდარ დუმბაძეს იცავს, ციხეში არ უნდა იჯდეს”, – წერს ანალიტიკოსი.


