„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი ლევან ნიკოლეიშვილი მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის განცხადებას ეხმაურება.
„აბა, თუ გახსოვთ, სად იყო “სტიოპა”, როცა გირგვლიანი აწამეს და შემდეგ პოლიციელები შეიწყალეს; როცა ვაზაგაშვილი და რობაქიძე დახვრიტეს; როცა ნავთლუღში, სამ აჭარელს სიცოცხლე ტყვიამფრქვევებით წაართვეს; როცა ციხეებში პატიმრები აწამეს და სულში ჩააფურთხეს; როცა ბიზნესი დააწიოკეს და ხალხი სახლებიდან გამოყარეს? სად იყო “სტიოპა” და, სააკაშვილისა და “ნაცების” უკანალში იყო თავით გარჭობილი და თრიაქით გაბრუებული. ჩანთით დაატარებდა ფულს, მისნაირი მიშარასტებისთვის დასარიგებლად”, – წერს ნიკოლეიშვილი.


