“რაც შეეხება გუშინწინდელ ამბავს და ამ პროპაგანდას, რაც დაფინანსებულია და რასაც ასრულებენ ეს ფარჩაკები – ნოდარ დუმბაძის შეგინება იქნება, ეკლესიის შეგინება თუ ჩვენი მეფეების ლანძღვა, ეს არის ყველაფერი დაფინანსებული და მიზანმიმართული პროპაგანდა, რასაც არ შევეგუებით საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი. საუბედუროდ, ის 10 პროცენტი მოღალატეები, დაფინანსებით ამას აკეთებენ, მაგრამ ამას არანაირი მომავალი არ აქვს და ეს არ ესმის ამ ხალხს.
მათ ურჩევნიათ, ის დაფინანსებები მიიღონ, მერე ვიღაც თავზე ხელს წამოარტყამს და “მიშველეს” კივიან”, – განაცხადა მომღერალმა ბექა ჩხაიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.
„პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო ანგელოზი ბიჭის ოჯახს მთელი გულისტკივილით. ენით აღუწერელი ტრაგედია მოხდა და უფალმა დაუმკვიდროს ამ ანგელოზ ბიჭს სამარადისო ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ.
რაც შეეხება ნიკო ხურცილავას, აუცილებლად გამოვუცხადოთ ამ ბიჭს გვერდში დგომა, ყველა ვუდგავართ გვერდში ნიკო ხურცილავას და ეს ბიჭი არ უნდა იქნას დაჭერილი. კიდევ ბევრი ნიკო ხურცილავა ჩვენს ქვეყანას. რასაც თითოეული ჩვენგანი გავაკეთებდით, იგივე გააკეთა ამ ბიჭმა: შეხვდა იმ არაკაცს, იმ ფარჩაკს და წამოარტყა შიშველი ხელებით ქართულად, კაცურად და კიოდა [ოქრიაშვილი] ისე, რომ ქალისგან ფილმებში არ მინახავს ეგეთი კივილი.
აუცილებლად დავუდგეთ ამ ბიჭს გვერდში და დარწმუნებული ვარ, ის არ დაისჯება. საკითხი დგას ასე: კანონი და დასჯა, თუ შენი სამშობლოს ფეხქვეშ გათელვის მოსმენა და თავის ჩახრა. რა თქმა უნდა, არავინ შევეგუებით ჩვენი იდენტობის, ღირებულებების შეურაცხყოფას. რასაც ჩვენი წინაპრები ეწირებოდნენ, ზუსტად ისე იმოქმედა ამ ბიჭმა.
დარწმუნებული ვარ, ის გათავისუფლდება, მაგრამ ჩვენი გაერთიანება კიდევ ბევრ რამეს ნიშნავს და გთხოვთ, ეს ვიდეო გააზიაროთ, ვინც მეთანხმებით, რომ ეს ბიჭი არ უნდა იყოს საპატიმროში.
იმ არარაობებს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, ამ სიბინძურეს შეეშვან. არავინ შეგარჩენთ თქვენ ჩვენი იდენტობის, ღირებულებებისა და ჩვენი სამშობლოს ღალატს ფულის სანაცვლოდ. გამხნევება ნიკო ხურცილავას და გვერდში დგომა. დავანახოთ ყველამ, ვინც ვეთანხმებით და ვუდგავართ გვერდში. წარმატებები ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს”, – განაცხადა ბექა ჩხაიძემ ვიდეო მიმართვაში.


