ჯაბა ხუბუა: “იონა წინასწარმეტყველი, რომელიც ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ…ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის – ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია, შესაბამისად, მისი შეურაცხყოფით ოქრიაშვილმა არა მხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა”

18

“იონა წინასწარმეტყველი, რომელიც “აკაცუკმა” ონისე ოქრიაშვილმა ,,ვეშაპის მოჯ…ულად“ გამოაცხადა, ერთბაშად სამი რელიგიის – ქრისტიანობის, იუდაიზმისა და ისლამის წმინდანია, შესაბამისად, იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფით “აკაცუკმა” ოქრიაშვილმა არა მხოლოდ ქრისტიანების, არამედ იუდეველებისა და მუსლიმების რელიგიური გრძნობები შებღალა”, – წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა “X-ში”.

„და კიდევ: წმინდა წერილის მიხედვით, სამი დღის განმავლობაში იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში და მისი იქიდან გამოხსნა (რასაც ოქრიაშვილი ,,ვეშაპის მოჯ…ას“ უწოდებს) სამი დღის განმავლობაში იესოს საფლავში ყოფნისა და მისი მკვდრეთით აღდგომის მომასწავებელი იყო. ასე რომ, იონა წინასწარმეტყველის შეურაცხყოფა და დაცინვა ქრისტეს შეურაცხყოფასა და დაცინვასაც ნიშნავს“, – წერს ხუბუა.