„4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა დაბრენდეს, როგორც „სასახლის ღობის თემა“, მიხეილ სააკაშვილმა 11 მილიონი რომ გაანიავა — „პიჯაკების თემად“, ვახო სანაიას დაკავება კი — პოსტის გამო ციხეში გაშვებად. პოსტის გამო არავის გაუშვია ციხეში ვახო სანაია, ჯარიმების გადაუხდელობის გამო ამოქმედდა შემდგომი სანქცია“ – ლევან მაჭავარიანი

13

„4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა დაბრენდეს, როგორც „სასახლის ღობის თემა“, მიხეილ სააკაშვილმა 11 მილიონი რომ გაანიავა — „პიჯაკების თემად“, ვახო სანაიას დაკავება კი — პოსტის გამო ციხეში გაშვებად. პოსტის გამო არავის გაუშვია ციხეში ვახო სანაია, ჯარიმების გადაუხდელობის გამო ამოქმედდა მის წინააღმდეგ შემდგომი სანქცია“, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ვახო სანაიასთვის 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებასთან დაკაშირებით საუბრისას განაცხადა.

„4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა დაბრენდეს, როგორც „სასახლის ღობის თემა“, მიხეილ სააკაშვილმა 11 მილიონი რომ გაანიავა — „პიჯაკების თემად“, ვახო სანაიას დაკავება კი — პოსტის გამო ციხეში გაშვებად, თან იმაზე აპელირებენ, ჟურნალისტიაო. პოსტის გამო არავის გაუშვია ციხეში ვახო სანაია — ვახო სანაია ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ის შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი პოსტი ერთი შემთხვევა იყო — დაჯარიმდა, მეორე შემთხვევა პოსტი დაწერა — კიდევ დაჯარიმდა. არცერთი ჯარიმა მას არ გადაუხდია და, რა თქმა უნდა, მოსამართლე უკვე შემდგომ სანქციაზე იწყებს ფიქრს, როდესაც შენ სრულ უპატივცემულობას ავლენ ყველანაირი ინსტიტუციის მიმართ.

ვახო სანაია იმიტომ კი არ გაუშვეს 14 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობაში, რომ პოსტი დაწერა, არამედ იმიტომ, რომ შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა, რაზეც ჯარიმა არ გადაიხადა, შემდეგ კიდევ დაწერა — ჯარიმა არც ამაზე გადაიხადა. სწორედ ამ ჯარიმების გადაუხდელობის გამო ამუშავდა შემდგომი სანქცია და წავიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 14 დღით. ამ დროს ესენი ისეთ ტრაურში არიან და ისე არიან როლებში შეჭრილები, გეგონება 20-25 წლით ჩასვეს ციხეში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.